ინფორმაცია 2021 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის შესახებ.
კონკურსის აბრევიატურა MR
კონკურსის მიზანი
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
- კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
- გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
- მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
- დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
2021 წლის 20 ოქტომბერი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
2021 წლის 26 ოქტომბერი, 2 ნოემბერი, 8 ნოემბერი 14:00 საათი – ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული) გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე;
2021 წლის10 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
2021 წლის 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 16:00 საათამდე –პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
2021 წლის 22 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
2021 წლის ნოემბერი – პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2021 წლის ნოემბერი-დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
2021 წლის დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ის მიერ;
2021 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
2021წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე